07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
გემ კოსტა კონკორდიას ყოფილი კაპიტანი 16-წლიან პატიმრობაში რჩება

იტალიის უზენაესმა სასამართლომ გემ კოსტა კონკორდიას ყოფილი კაპიტის სასჯელი ძალაში დატოვა. 54 წლის ფრანჩესკო სკეტინო ციხეში 16 წელს გაატარებს.

სასამართლომ ის ადამიანების არაგანზრახ მკვლელობასა და ავარიის დროს გემის მიტოვებაში დამნაშავედ 2015 წელს სცნო, შემთხვევა კი 2012 წელს მოხდა. საკრუიზო ლაინერი კოსტა კონკორდია კუნძულ ჯილიოსთან კლდეს შეეჯახა და ჩაიძირა. ტრაგედიას 32 ადამიანი ემსხვერპლა, ბორტზე კი 4 ათასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. 

დღის ამბები