07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
ვაშინგტონში FBI-ის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი იწყება

ვაშინგტონში სკანდალურად გადაყენებული FBI-ის ხელმძღვანელის შემცვლელის შერჩევის პროცესი იწყება. პირველ გასაუბრებებს გენპროკურორი ჯეფ სეშენსი და მისი მოადგილე დღეს გამართავენ.

ამერიკული მედია სულ 11 კანდიდატზე საუბრობს. თავად ჯეიმს კომი კი სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩვენების მისცემას დასთანხმდა. დახურული მოსმენა სამშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა კომის მოუცლელობის გამო, მას, სავარაუდოდ, სხვა დღეს გადაიტანენ.

პარალელურად, FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის გადაყენების საქმესთან დაკავშირებით ახალ განმარტებებს აკეთებენ თეთრ სახლში. ყოველდღიურ ბრიფინგზე ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა უარყო გავრცელებული ცნობა, რომ იანვარში გამართულ სადილზე დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომის მის მიმართ ლოიალურობის გამოჩენა სთხოვა.

დღის ამბები