07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
რომის პაპი პირველი ვიზიტით პორტუგალიას სტუმრობს

რომის პაპი პირველი ვიზიტით პორტუგალიას სტუმრობს. პაპი ფრანცისკე ფატიმაში ჩავიდა და ქალაქის მთავარ სალოცავთან პროცესიას გაუძღვა, რომელშიც 400 ათასამდე მორწმუნე მონაწილეობდა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური დღეს წმინდანად შერაცხავს ორ პორტუგალიელ მწყემს ბავშვს, რომლებსაც, გადმოცემის თანახმად, ზუსტად 100 წლის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადათ და მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები ამცნო.

პაპი ფრანცისკე ღია ცის ქვეშ მესასაც ჩაატარებს. ის პორტუგალიას დღესვე დატოვებს.

დღის ამბები