07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის პრეზიდენტი ოსკარების ბორდს ტოვებს

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის პრეზიდენტი, ბუნ აიზეკსი, ოსკარების ბორდს ტოვებს. აიზეკსის განცხადებით, ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, ოსკარის დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე მომხდარი შეცდომა და კრიტიკა გახდა, რომ ნომინანტთა სია მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

აიზეკსი აკადემიის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი იყო და საბჭოში 24 წელი მუშაობდა, აქედან 4 პრეზიდენტის თანამდებობაზე.

დღის ამბები