07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ფხენიანში გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკასთან ურთიერთობების საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, "ეს შესაძლოა, სამართლიან პირობებში მოხდეს". თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება "სამართლიან პირობებში", არ დაუსახელებია.

საგარეო უწყების წარმომადგენლმა ეს განცხადება ოსლოდან დაბრუნების შემდეგ პეკინის აეროპორტში გააკეთა. ჩრდილო კორეელი დიპლომატი ნორვეგიაში შეერთებული შტატების ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტებს შეხვდა.

დღის ამბები