07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
ლონდონში შიშობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა გაზეთ დეილი ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ეს გააკეთა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთშიც და შესაძლოა, ზეგავლენის მოხდენა სცადოს ბრიტანეთში ივნისში დაგეგმილი არჩევნების შედეგზეც.

ბორის ჯონსონის შეფასებით, რუსეთს დემოკრატიისადმი ნდობის შერყევა სურს და ამიტომ მისთვის არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებაა ხელსაყრელი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები