07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
საფრანგეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება

საფრანგეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ხვალ ფრანსუა ოლანდს ქვეყნის პირველი პირის პოსტზე ემანუელ მაკრონი შეცვლის.

ემანუელ მაკრონი უფლებამოსილებას სოციალისტი პრეზიდენტისგან ელისეს სასახლეში დაგეგმილ ცერემონიაზე გადაიბარებს. 39 წლის მაკრონი მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება. მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის 65%-მა დაუჭირა მხარი. ემანუელ მაკრონმა ულტრა მემარჯვენე მეტოქე, ნაციონალური ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენი, დაამარცხა.

დღის ამბები