07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
ავარია თურქეთში - გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

თურქეთში მასშტაბური ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

ავარია მარმარისის რაიონში მოხდა. ტურისტული მიკროავტობუსის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამობრუნდა.

მუგლას პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

მიკროავტობუსით იზმირში მცხოვრები მოქალაქეები მგზავრობდნენ, რომლებიც მარმარისში ერთდღიან ექსკურსიაზე მიდიოდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები