07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
ფხენიანმა მორიგი სარაკეტო ცდა ჩაატარა - ჩრდილოეთ კორეის პოლიგონიდან რაკეტა გაუშვეს

ფხენიანმა მორიგი სარაკეტო ცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის პოლიგონიდან რაკეტა გაუშვეს, რომელმაც 30 წუთის განმავლობაში 2000 კილომეტრის მანძილი დაფარა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ფხენიანმა ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

სეულსა და ტოკიოში ექსპერიმენტი მორიგ პროვოკაციად შეაფასეს და ფხენიანს დასჯით დაემუქრნენ.

პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო გემებია დისლოცირებული.

ვაშინგტონს განცხადება ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გააფრთხილა ფხენიანი, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს.

დღის ამბები