07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ირანში - მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი

ირანში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 5,7 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ბოჟურდთან 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, 300-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა შენობა-ნაგებობები.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, მიწისძვრამ რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები იმდენად დააზიანა, რომ ხალხის დასახმარებლად ოპერაციაში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.

დღის ამბები