07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა სალონიკის მახლობლად, ქალაქ ადენდ-როსთან მოხდა.

ათენისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. მაშველების ინფორმაციით, ავარიის დროს მატარებელში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურებით ცნობილია ორი გარდაცვლილის შესახებ, დაღუპულთა შორისაა მემანქანეც. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად 7 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მგზავრების უმეტესობას კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები