07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ეგვიპტელმა არქეოლოგებმა უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს, სადაც 17 მუმია ინახებოდა

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს, სადაც 17 მუმია ინახებოდა. სამარხი ელ-მინიას პროვინციაში მიმდინარე სამუშაოებისას გეოლოგებმა სრულიად შემთხვევით რადარების საშუალებით აღმოაჩინეს, რის შემდეგაც გათხრები დაიწყო.

სპეციალისტებმა მიწისქვეშა დერეფნებს და აკლდამას მიაკვლიეს. მუმიებისა და სარკოფაგების გარდა არქეოლოგებმა ცხოველების სამარხი და უძველესი პაპირუსები იპოვეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უძველესი აკლდამა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეს მიეკუთვნება.

დღის ამბები