07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

საფრანგეთი ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. რამდენიმე საათში 39 წლის ემანუელ მაკრონი ქვეყნის პირველი პირის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს და ნაპოლეონის შემდეგ, საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.

ფიცის დადების ცერემონია პარიზში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ტრადიციის თანახმად, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში მივა, სადაც მას ფრანსუა ოლანდი დახვდება და მემკვიდრესთან საიდუმლო აუდიენციას გამართავს. ამის შემდეგ კი ახალარჩეული პრეზიდენტი უკვე პარიზის მერს შეხვდება.

ინაუგურაციის ცერემონიის გამო პარიზში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია ამოქმედებული.

დღის ამბები