07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
რომის პაპი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, გულახდილი საუბრისთვის ემზადება. განცხადება პონტიფიკოსმა თვითმფრინავის ბორტზე, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

ჟურნალისტებმა რომის პაპს დონალდ ტრამპის პოლიტიკის შეფასება სთხოვეს. პონტიფიკოსმა პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ შეფასებამდე ვალდებულია მას პირადად შეხვდეს და განსხვავებული ხედვების შესახებ განმარტება მოისმინოს. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება და პირობა დადო, რომ მასთან საუბრისას მაქსიმალურად გულახდილი და პირდაპირი იქნება, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეკოლოგიის პრობლემებსა და მიგრაციას შეეხება.

დონალდ ტრამპისა და პაპი ფრანცისკეს აუდიენცია ვატიკანში 24 მაისს გაიმართება.

დღის ამბები