07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
რუსეთი არ დგას ბოლო დღეების კიბერთავდასხმების უკან - ვლადიმირ პუტინი

რუსეთი არ დგას ბოლო დღეების კიბერთავდასხმების უკან - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

აქვე რუსეთის პრეზიდენტი სირიის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი იარაღით არ ამარაგებს ქურთ მებრძოლებს, თუმცა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათთან მუშაობას განაგრძობს.

პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ნავთობის მოპოვებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაზარზე ფასების დარეგულირების მიზნით, ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებას კიდევ 9 თვით ახანგრძლივებს.

დღის ამბები