07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
ტრამპმა ლავროვთან შეხვედრისას საიდუმლო ინფორმაცია გათქვა - Washington Post

დონალდ ტრამპმა გასულ კვირას სერგეი ლავროვთან და რუსეთის ელჩთან შეხვედრისას საიდუმლო ინფორმაცია გათქვა - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

საქმე ეხება მასალებს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ თვითმფრინავებში ლეპტოპების ატანას, სადაც ასაფეთქებელია დამონტაჟებული, რაც რუსეთს საკმარის შესაძლებლობას აძლევს, საიდუმლო ინფორმაციის წყარო დაადგინოს.

სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ამ ფაქტს უარყოფენ.

დღის ამბები