07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.

ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა და ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქება - ეს ის საკითხებია, რაც ემანუელ მაკრონმა ბერლინში ვიზიტის დროს წამოჭრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ანგელა მერკელი ბოლომდე მას არ იზიარებს.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ევროზონის რეფორმირების პროცესი თავად გამოკვეთს მის საჭიროებას. 

„საფრანგეთსა და გერმანიას მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია. მე მესმის ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთ კრიტიკულ დროს ევროკავშირისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიის პოზიციაზე ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჯერ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რისი რეფორმირებაც გვინდა. თუ ეს პროცესი ცვლილებებს მოითხოვს ხელშეკრულებებში, ამ შემთხვევაში მზად ვიქნები ამისთვის,” -განაცხადა ანგელა მერკელმა.

მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავებასა და ვაჭრობის განვითარებაზეც ისაუბრეს.

“თქვენ ახსენეთ რამდენიმე მიმართულება, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია. ესენია: თავშესაფრის ერთიანი პოლიტიკა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მუშახელის გაცვლა და ვაჭრობა. ამ ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენ მოქალაქეებსა და ეკონომიკაზე, თუმცა გვჭირდება ევროპული პრაგმატულობა და ნაკლები ბიუროკრატია,“ - მიმართა მაკრონმა კანცლერს.

დღის ამბები