07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
აშშ-ში ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა 

შეერთებული შტატებში ავიაკატასტროფის შედეგად  2 ადამიანი დაიღუპა.

მცირე ზომის თვითმფრინავი  ნიუჯერსიში, აეროპორტის მახლობლად, ჩამოვარდა და შენობას დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ორივე გარდაცვლილი პილოტია.

ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება ადგენს. მომხდარის გამო დროებით დაიხურა ადგილობრივი აეროპორტი.

დღის ამბები