07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
ეკვადორის სასაზღვრო პოლიციამ 5,5 ტონა კოკაინის კონტრაბანდა ამოიღო

ეკვადორის სასაზღვრო პოლიციამ 5,5 ტონა კოკაინის კონტრაბანდა ამოიღო. ნარკოტიკული საშუალება ესპანეთში გადასატანად იყო გამზადებული.

ამოღებული კოკაინის საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა.

კონტრაბანდას ესპანური ნარკოტიკული ჯგუფი ახორციელებდა. სპეც ოპერაციის შედეგად ეკიპაჟის 20 წევრია დაკავებული.

ბოლო პერიოდში სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკების კონტრაბანდა ევროპის მიმართულებით განსაკუთრებით გახშირდა.

დღის ამბები