07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
70-ე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის მზადება - კანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა

კანში და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. ლაჟვარდოვანი სანაპირო 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება.

კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი მარათონი კანში ხვალ იხსნება. კანის ბულვარზე 600-მდე სათვალთვალო კამერა დამონტაჟდა.

ნიცისა და ბერლინის ტერაქტების გამოცდილების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ კანში სპეციალური ბარიერები ააგო, რომლებიც თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, სატვირთო მანქანების შეჩერებასაც შეძლებენ.

დღის ამბები