07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომს პრეზიდენტის მრჩევლის რუსეთთან კავშირების გამოძიების შეწყვეტა სთხოვა

დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომს ფედერალური საგამოძიებიო ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის დროს, პრეზიდენტის მრჩევლის მაიკლ ფლინის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი რუსეთთან კავშირების გამოძიების შეწყვეტა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

CNN კი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ FBI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ეს თხოვნა ბიუროს მაღალჩინოსნებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით ჩაიწერა.

თეთრ სახლში პრეზიდენტის მიერ გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას უარყოფენ.

ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებს ამ დრომდე იძიებს.

დღის ამბები