07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
"ალი და ნინო"- ფილმის ჩვენება ამერიკის საზღვაო ფლოტის მუზეუმში

ბრიტანელი რეჟისორის, ასიფ ქაფადის ფილმის - ალი და ნინოს ჩვენება გაიმართა დღეს ვაშინგტონში, ამერიკის საზღვაო ფლოტის მუზეუმში. ჩვენების ორგანიზატორები შეერთებულ შტატებში საქართველოს და აზერბაიჯანის საელჩოები იყვნენ.

ფილმში, რომელიც 2016 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა ყურბან საიდის ნოველის მიხედვით გადაიღო, ქართველი ნინოს და აზერბაიჯანელი ალის სიყვარულის ისტორია და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია ასახული.

უახლოეს დღეებში, როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან.

„ალი და ნინო უნიკალური წიგნია სიყვარულზე. ფილმი კი გვიჩვენებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას, არამედ, იმასაც თუ რამდენად უნიკალურია კავკასიის რეგიონი. ხალხმა უნდა გაიგოს თუ რამდენად ძველია ჩვენი კულტურა და პარტნიორობა. დიდ მადლობას ვუხდი ფილმის შემქმნელებსა და მსახიობებს ამ პროექტის განხორციელებისთვის,” - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელინ სულეიმანოვმა.

დღის ამბები