07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
საპროტესტო აქცია ვაშინგტონში შეტაკებებით დასრულდა

შეტაკებებით დასრულდა საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. თურქეთის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, თურქეთის საელჩოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. 

მომიტინგეები ოფიციალური ანკარის პოლიტიკას და თურქეთში ადამინის უფლებების დარღვევის შემთხვევებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს უცნობი ადამიანების ჯგუფი დაესხა თავს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულია 9 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები