07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
შეერთებული შტატებისა და ქურთი მებრძოლების ალიანსი თურქეთისთვის მიუღებელი რჩება

შეერთებული შტატებისა და ქურთი მებრძოლების ალიანსი თურქეთისთვის მიუღებელი რჩება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს მიანიშნა. პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადგილი არასდროს იქნება.

ოფიციალური ანკარა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ვაშინგტონმა სირიაში ქურთი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდება გადაწყვიტა. ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და დონალდ ტრამპი ორმხრივი ურთიოერთობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად, თეთრი სახლის წინ აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ერდოღანის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებს შორის ჩხუბით დასრულდა.

დღის ამბები