07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარებს

ამ წუთებში ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარებს. სამართალდამცველები კონტროლის დამყარებას ცდილობენ ტელევიზიაზე, სადაც დღეს დილით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფო ტელარხის შენობაში სავარაუდოდ, სამი თავდამსხმელი იმყოფება. ინფრომაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები ისლამური სახელმიწიფოს წევრები არიან, რადგან ნანგარარის პროვინციაში ტერორისტებს ძლიერი პოზიციები აქვთ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ თავდასხმა თალიბების მიერ იყოს ორგანიზებული.

დღის ამბები