07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება

საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო დღეიდან რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი დღეს საღამოს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება.

ქალაქში კინო სამყაროს ვარსკვლავების დასახვედრად საბოლოო სამზადისი მიმდინარეობს. კანში უკვე ჩავიდა ჟიურის სრული შემადგენლობა, რომელთა შორის პაოლო სორენტინო და უილ სმიტიც არიან.

10 დღის განმავლობაში ჟიურიმ 19 საკონკურსო ნამუშევარი უნდა შეაფასოს. ოქროს პალმის რტოს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმებიდან, ფავორიტად სოფია კოპოლას ფილმი მოტყუებული მიიჩნევა. სურათი 1971 წელს გადაღებული ცნობილი სურათის რიმეიკია, სადაც მთავარ როლს კლინტ ისტვუდი ასრულებდა და ამერიკის სამოქალაქო ომის დროს მოვლენებზე გვიამბობდა.

დღის ამბები