07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
უკრაინაში რუსული ინტერნეტ საიტების აკრძალვა მედიის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება - ტორბიორნ იაგლანდი

უკრაინაში რუსული სოციალური ქსელების და ინტერნეტ საიტების აკრძალვას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. ტორბიორნ იაგლანდის შეფასებით, ოფიციალური კიევის ეს ნაბიჯი გამოხატვისა და მედიის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება.

კიბერსანქცია რუსეთის წინააღმდეგ გუშინ ამოქმედდა. დაიბლოკა რუსული სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები და რამდენიმე ტელეარხიც.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მათ კრემლი პროპაგანდისთვის იყენებდა. რუსეთი უკრაინას საპასუხო სანქციების შემოღებით ემუქრება.

დღის ამბები