07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
ბრექსიტის პროცესში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ოფიციალური ლონდონის მიმართ ობიექტურობა უნდა შეინარჩუნონ - დონალდ ტუსკი

ევროპარლამენტში ბრექსიტის მოლაპარაკებების ფორმატზე დებატები დაიწყო. სხდომა სტრასბურგში მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბრექსიტის პროცესში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანობასთან ერთად ოფიციალური ლონდონის მიმართ ობიექტურობაც უნდა შეინარჩუნონ.

ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაიწყება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ივნისში ჩატარდება.

ბრექსიტის პროცესი 2019 წლის 30 მარტს დასრულდება. 

დღის ამბები