07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
"სოთბის" აუქციონის სახლმა ძვირფასი ქვებით ვაჭრობაში მორიგი რეკორდი დაამყარა

სოთბის აუქციონის სახლმა ძვირფასი ქვებით ვაჭრობაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ბრილიანტის საყურეები ვაჭრობისას 57 მილიონ 400 ათას დოლარად გაიყიდა.

ძვირფასი სამკაული, რომელიც მსოფლიო კატალოგში აპოლონი და არტემიდას სახელწოდებითაა შეტანილი, ანონიმმა მყიდველმა შეიძინა. თითო საყურეს თითქმის 16 კარატიანი ბრილიანტი აქვს, თუმცა ისინი ფერებით განსხვავდება.

არტემიდა ვარდისფერია, ხოლო აპოლონი ცისფერი ქვაა. ორივე მათგანი წლების წინ სამხრეთ აფრიკის საბადოზეა აღმოაჩინელი.

დღის ამბები