07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ ქალაქ დიარ-ბაქირში 30-მდე მოშიმშილე დემონსტრანტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ქალაქ დიარ-ბაქირში 30-მდე მოშიმშილე დემონსტრანტი დააკავა. აყვანის ოპერაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შიმშილობის აქცია 70 დღის მანძილზე გრძელდებოდა. ისინი ერთ-ერთი ადგილობრივი თურქული სავაჭრო კავშირის წევრები იყვნენ.

მოშიმშილეები თურქეთში შარშან მომხდარი სამხედრო ამბოხის გამო, ორი მეცნიერის დაკავებას აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ ამ მოვლენების შემდეგ არაერთი მოსამართლე, ჯარისკაცი, მეცნიერი და მასწავლებელი დააკავა.

დღის ამბები