07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
მექსიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბორტზე ორი მფრინავი და ერთი ბორტგამცილებელი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფა ქალაქ ტოლუკას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მოხდა.

თვითმფრინავი ადგილობრივ რეისს ჩრდილო-დასავლეთით ასრულებდა, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა კატასტროფა.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება ადგენს.

დღის ამბები