07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
აშშ-ში ტორნადოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს შეერთებული შტატების ოკლაჰომას შტატში. ძლიერმა ქარმა 70-მდე შენობა დააზიანა.

ჯერ უცნობია დაშავებულთა რაოდენობა, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც ტორნადოს მომენტში თავის ავტომობილში იმყოფებოდა.

ძლიერმა ქარმა ელექტროსადენებიც გაწყვიტა, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათ აღდგენამდე პოლიცია ადგილობრივებს სახლში დარჩენას ურჩევს.

დღის ამბები