07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა - გამოძიებას FBI-ის ყოფილი დირექტორი უხელმძღვანელებს

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და ტრამპის გარემოცვის რუსულ კავშირებზე გამოძიებას FBI-ის ყოფილი დირექტორი რობერტ მალერი უხელმძღვანელებს. სპეცპროკურორად ის გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენშტეინმა დანიშნა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მალერი ნეიტრალურ ფიგურად მიიჩნევა და არჩევანი მის კანდიდატურაზე ამიტომ გაკეთდა. რობერტ მალერი ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს რიგით მე-6 დირექტორი იყო და უწყებას 12 წელი ხელმძღვანელობდა. მის დანიშვნას დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მიესალმნენ.

დღის ამბები