07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქცია და არეულობა საბერძნეთში

საბერძნეთი ისევ არეულობამ მოიცვა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი პარლამენტის მიერ რეფორმების ახალი პაკეტის დამტკიცება გახდა, რომელიც ქვეყანამ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო კრედიტორებისგან მესამე ტრანშის სანაცვლოდ უნდა გაატაროს.

კანონი გადასახადების გაზრდას და პენსიების შემცირებას ითვალისწინებს.

კენჭისყრა პარლამენტში მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ კი, პარლამენტთან ვითარება დაიძაბა.

მომიტინგეებმა პოლიციას ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. სამართალდამცველებმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები