07 ოქტომბერი 2024,   02:51
ვრცლად
შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა. Wikileaks-ის დამფუძნებელს გაუპატიურების ბრალდება ჰქონდა წაყენებული. გამოძიება იმ დროს დაიწყო, როდესაც ჯულიან ასანჟი ლონდონში იმყოფებოდა.

ის შვედეთის მოთხოვნით დააკავეს კიდეც, თუმცა ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, თავდებით გაათავისუფლეს, რის შემდეგ ექსტრადირებას ითხოვდა. სწორედ ამის გამო ჯულიან ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი.

Wikileaks-ის დამფუძნებელი შიშობდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების გასაიდუმლოებული ინფრომაციის გაჟონვის გამო, მას შვედეთი შეერთებულ შტატებს გადასცემდა. საქმის შეწყვეტის მიუხედავად, ასანჟი საელჩოს ვერ დატოვებს. მას ლონდონის პოლიცია სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის გამო დააკავებს.

დღის ამბები