07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის არჩევნებში ჰასან როუჰანი ლიდერობს

ირანის პრეზიდენტის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი, ლიდერობს. თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა. 

არჩევნების ჩატარების შტაბის ხელმძღვანელმა, ალი ასღარ აჰმადიმ, განაცხადა, რომ როუჰანის ხმა 14,619 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო კონსერვატორების კანდიდატს ებრაჰიმ რაისის - 10,125 მილიონმა ამომრჩეველმა. 

ამომრჩეველთა აქტივობამ 70% შეადგინა. პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გამოცხადდება. თუკი ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მოიპოვებს, მომდევნო კვირას არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

პრეზიდენტის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, როუჰანის მთავარ კონკურენტი სასულიერო პირი, 56 წლის ებრაჰიმ რაისია, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა აქვს.

 

დღის ამბები