07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
ჯეიმს კომი ტრამპის რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეზე საჯარო ჩვენებას მისცემს

ჯეიმს კომი დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეზე საჯარო ჩვენებას მისცემს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება და საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გარემოებების დეტალების შესახებ ღია მოსმენაზე ისაუბრებს.

ჯეიმს კომის გათავისუფლების შესახებ ახალ ინფრომაციას ავრცელებს ნიუ-იორკ თაიმსი.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა კომის "შეშლილი" უწოდა და აღნიშნა, რომ ბიუროს ხელმძღვანელის მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლის იურისტებმა შესაძლო იმპიჩმენტისთვის მომზადება დაიწყეს.

დღის ამბები