07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
ტრამპი, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, პირველ უცხოურ ტურნეში იმყოფება

შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დონალდ ტრამპი პირველ უცხოურ ტურნეში გაემგზავრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაახლოებით, ერთი საათის წინ პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა.

ამერიკელ სტუმარს ერ რიადის აეროპორტში საუდის არაბეთის მეფე დახვდა და ტრადიციის თანახმად, ჩაიზე მიიპატიჟა.

მოგვიანებით მეფე სალმანი შეერთებული შტატების პრეზიდენტს სასახლეში მიიღებს, სადაც უკვე ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება.

საუბრის მთავარი თემა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იქნება.

საუდის არაბეთის შემდეგ დონალდ ტრამპი ისრაელს, იტალიას და ბელგიას ეწვევა. 

დღის ამბები