07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
გერმანიის პრეზიდენტი პოლონეთს ევროკავშირთან ურთიერთობების მოგვარებისკენ მოუწოდებს

გერმანიის პრეზიდენტი პოლონეთს ევროკავშირთან ურთიერთობების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

განცხადება ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა.

პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროპული კრიზისის დასაძლევად ვარშავამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს დემოკრატიულ ღირებულებებთან და პროცესებთან მიმართებაში.

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკმიდებლობის გარშემო დაწყებულ კამათს დროულად მოაგვარებს.

დღის ამბები