07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
პენტაგონმა, ტრამპის დავალებით, ISIS-თან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა

პენტაგონმა, დონალდ ტრამპის დავალებით, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა.

ჯეიმს მატისის განცხადებით, სამხედრო მეთაურებს სწრაფი რეაგირებისთვის საჭირო უფლებები მიენიჭათ, რაც მიზნის დროული განადგურების საშუალებას იძლევა.

ამას გარდა, შეიცვალა ოპერაციების წარმოების ტაქტიკაც. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ აქამდე სამხედროები ტერორისტების პოზიციებს უტევდნენ და ტერიტორიას ატოვებნებდნენ, ამჯერად არმია მათ ალყაში მოაქცევს და ადგილზე გაანადგურებს.

მატისის თქმით, ეს სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტების ნაკადს შეამცირებს და მათი ქსელის გაფართოვებას შეუშლის ხელს. 

დღის ამბები