07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
ფხენიანი კიბერშეტევასა და ვონაქრაის კომპიუტერული ვირუსის გავრცელებასთან კავშირს უარყოფს

ფხენიანი მასშტაბურ კიბერშეტევასა და ვონაქრაის კომპიუტერული ვირუსის გავრცელებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

განცხადება გაეროში ჩრდილო კორეის ელჩმა გააკეთა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის დადანაშაულებით, ვაშინგტონი და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნები ჩრდილო კორეის დისკრედიტაციას ცდილობენ.

კიბერშეტევასთან ფხენიანის შესაძლო კავშირზე ვერსია რუსმა ექსპერტმა გამოთქვა. კასპერსკის ლაბორატორიის სპეციალისტის ვარაუდით, ვონაქრაის ვირუსი, რომელმაც 150 ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა და უმსხვილესი კომპანიები დააზარალა, ჩრდილოკორეელი ჰაკერების დაჯგუფებამ გაავრცელა.

დღის ამბები