07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
ახალი დეტალები FBI-ის ყოფილი დირექტორის პოსტიდან გადაყენების მიზეზებთან დაკავშირებით

FBI-ის ყოფილი დირექტორის პოსტიდან გადაყენების მიზეზებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა, რომელსაც CNN ჯეიმს კომის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიებაზე დონალდ ტრამპი გავლენის მოხდენას ცდილობდა და სავარაუდოდ, ამის შესახებ ილაპარაკებს სენატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში. ცნობილია, რომ ის მოსმენას დაესწრება და სენატორთა შეკითხვებს უპასუხებს. FBI-ის ყოფილ დირექტორს კაპიტოლიუმში თვის ბოლოს ელოდებიან.

დღის ამბები