07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
აშშ-ის დემოკრატს კონგრესმენს ელ გრინს უცნობები ჩამოხრჩობით ემუქრებიან

აშშ-ის დემოკრატ კონგრესმენს ელ გრინს დაუდგენელი პირები მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. ეს მას შემდეგ, რაც გრინმა კვირის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა კონგრესმენი აცხადებს, რომ უცნობები მას ჩამოხრჩობით ემუქრებიან და გარდა ამისა ვულგარული სიტყვებითაც მოიხსენიებენ.

მუქარის გამო მისი უსაფრთხოების გაძლიერება გადაწყდა, თუმცა თავად ელ გრინი უკან დახევას არ აპირებს, რადგან კვლავაც მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი კანონს არღვევს და რუსულ კავშირებზე გამოძიებას ხელს უშლის. 

დღის ამბები