07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როუჰანის გამარჯვებას დასავლეთი ეხმაურება

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როუჰანის გამარჯვებას დასავლეთი ეხმაურება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადაში როუჰანი საბოლოოდ იტყვის უარს ბალისტიკური რაკეტების გამოცდასა და ტერორიზმის მხარდაჭერაზე. განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმაც, მან როუჰანის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხის მიერ მინიჭებული ძლიერი მანდატის საფუძველზე ირანი დასავლეთთან თანამშრომლობას და მიღწეული შეთანხმების შეასრულებას აქტიურად გააგრძელებს.

დღის ამბები