07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
საეჭვო პაკეტი კინოთეატრთან - კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებები რამდენიმე საათით შეწყდა

კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებები რამდენიმე საათით შეწყდა. მიზეზი ერთ-ერთ კინოთეატრთან დატოვებული საეჭვო პაკეტი აღმოჩნდა. დარბაზიდან ხალხი გაიყვანეს და პაკეტიც შეამოწმეს, თუმცა ის საშიში არ აღმოჩნდა. კინოფესტივალი 4 დღეა გრძელდება. ფილმის ჩვენებების პარალელურად დღეს კინოფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო შოუს გამართავს სუპერმოდელი ნაომი კემპბელი. შემოსული თანხა ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

დღის ამბები