07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დელეგატებმა მას დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

პარტია ერდოღანმა სამი წლის წინ, პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო დატოვა, რადგან მაშინდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტის პარტიული კუთვნილება იკრძალებოდა.

ეს უფლება ერდოღანმა 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმით დაიბრუნა.

დღის ამბები