07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
დონალდ ტრამპს იერუსალიმში ელოდებიან - ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იერუსალიმში ელოდებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ქალაქში და მის შემოგარენში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. იერუსალიმში დონალდ ტრამპი საუდის არაბეთიდან ჩადის, სადაც მუსლიმ ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მონაწილეებს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონი სამუდამოდ უნდა დატოვონ.

დღის ამბები