07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
Notre Dame-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს პროტესტი გამოუცხადეს

შეერთებულ შტატებში ინდიანის Notre Dame-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს პროტესტი გამოუცხადეს.

მაიკ პენსი დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სტუდენტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა. მათ სტადიონთან გადაინაცვლეს და უნივერსიტეტის დამთავრება იქ აღნიშნეს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკას, რომელიც რელიგიური, რასობრივი და სექსუალური ორიენტაციის გამო, ხალხის მარგინალიზებას ახდენს. საპროტესტო კამპანიაში 150-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

დღის ამბები