07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
საპროტესტო აქციები უნგრეთში - მოქალაქეები განათლების ახალ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან

უნგრეთში განათლების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები განახლდა. ათასობით დემონსტრანტმა ბუდაპეშტის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყო, რომელიც პარლამენტის შენობასთან აქციით გაგრძელდა.

მომიტინგეების განცხადებით, ახალი კანონი დახურვის რეალურ საფრთხეს უქმნის ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად მიიჩნევა.

ევროკომისიამ ახალი კანონის გამო უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო, ევროპარლამენტმა კი ორბანის მთავრობა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები