07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
აფეთქება ტაილანდის საავადმყოფოში - დაშავდა 24 ადამიანი

ტაილანდის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, ამის შესახებ REUTERS წერს. პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

ბანგკოკის საავადმყოფო Phramongkutklao-ში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. აღსანიშნავია, რომ ეს სამკურნალო დაწესებულება სამხედროებსა და მათ ოჯახებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დღეს ტაილანდში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მესამე წლისთავია. 

სამართალდამცველების განცხადებით, მათ ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო ნაწილები აღმოაჩინეს.

 

დღის ამბები